Image

აჯანყებების ბუმი: "რეალის" დატოვება კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 06-თებ, 14:499 GioToServe 341


აჯანყებების ბუმი: "რეალის" დატოვება კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს მარკო ასენსიოს კლუბის შეცვლა სურს.

ჩვენი ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე შეხვდა და „ჩელსიში“ გადასვლის სურვილი აუწყა.

აღსანიშნავია, რომ ასენსიო შესაძლოა გაცვლითი გარიგების მონაწილეც გახდეს - ედენ აზარი „რეალში“ გადმოვა, ასენსიო კი ლონდონურ კლუბს შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, კერძოდ კი „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონში, „სამეფო გუნდის“ შემადგენლობაში, მარკო ასენსიომ 31 მატჩი ჩაატარა. მან 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა