სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია
მიუნხენის "ბაიერნი" წამყვან ფეხბურთელებს დაემშვიდობება

მიუნხენის "ბაიერნი" წამყვან ფეხბურთელებს დაემშვიდობება


„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გლობალურ წმენდას გეგმავს, რათა კლუბის ახალწვეულთათვის ადგილი გაათავისუფლოს. ამასთან, მიუნხენელებს სურთ, რომ კლუბის ფეხბურთელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული დანახარჯები შეამცირონ.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ლეონ გორეცკა იუპ ჰაინკესის გუნდის უკვე მე-9 ნახევარმცველი გახდება, რის გამოც კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება დასჭირდება, რომელთა შორის არტურო ვიდალი და ტიაგო ალკანტარაც მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებს შესაძლოა ფრენკ რიბერი, არიენ რობენი, სვენ ულრაიხი და რაფინიაც გამოაკლდნენ.

„ცოტა დრო კიდევ დაგვჭირდება, რათა თითოეული ფეხბურთელის მომავალი უკეთ განვსაზღვროთ. ჯერ-ჯერობით, ბოლომდე არაა გადაწყვეტილი თუ ვისთან გავახანგრძლივებთ კონტრაქტს. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები...“ - განაცხადა მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.












კომენტარის დამატება