დი მარიამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / არგენტინა 09-თებ, 18:329 GioToServe 498 0





დი მარიამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


„პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერი ანხელ დი მარია თვლის, რომ მისი თანამემამულე ლიონელ მესი სხვა პლანეტიდანაა.

დი მარიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მან თავისი ყოფილი თანაგუნდელის კრიშტიანუ რონალდუსა და თანამემამულე ლიონელ მესის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

ფეხბურთელის თქმით, ლიონელ მესის დასახასიათებლად სიტყვები არ კმარა, თუმცა არგენტინელთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუც დიდებული მოთამაშეა.

„ლეოს შესაბამისი სიტყვებით ვერც კი დავახასიათებ. ის ყოველთვის გვაოცებს. მესი ყოველწლიურად უმატებს თამაშს. წლიდან წლამდე უმჯობესდება. რონალდუც დიდებული მოთამაშეა.“

„მესი სხვა პლანეტიდანაა. რონალდუს მესის ეპოქაში უწევს თამაში, რაც პორტუგალიელისთვის რთულია.“ - ციტირებს „ESPORT.GE” არგენტინელი ვინგერის დი მარიას სიტყვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა