სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია / ტრანსფერები
პულიშიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა

პულიშიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველით კრისტიან პულიშიჩით დაინტერესდა.

ხმები შემტევი ნახევარმცველის ყურამდეც მივიდა და მან განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკებს“ ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ ფეხბურთელის მიერ გაკეთებული კომენტარი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯია.

„დიახ, მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ - ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან. თუმცაღა, დღეისათვის მე „ბორუსიის“ მოთამაშე ვარ, ამიტომ სხვა კლუბებისაკენ აღარ ვიყურები. მოცემული მომენტისათვის, მთლიანად საკუთარ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და „ბორუსიას“ ვეკუთვნი. ძალიან სასიამოვნოა იმ ინფორმაციის წაკითხვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიერ ჩემ მიმართ ინტერესი გამოავლინა. ინგლისის „პრემიერ ლიგა“ ფანტასტიკური ჩემპიონატია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ-ჯერობით ჩემი გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობა წარმოადგენს მთავარ მიზანს, ხოლო მომავალში რა მოხდება, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.“ - ციტირებს პულიშიჩის სიტყვებს „ESPORT.GE”.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, კრისტიან პულიშიჩის მიმართ ინტერესი გამოხატეს სხვა კლუბებმაც, რომელთა შორის „ლივერპული“ და „ნაპოლი“ მოიაზრებიან.












კომენტარის დამატება