სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები
"ბაიერნმა" ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლის თაობაზე პოზიცია დააფიქსირა

"ბაიერნმა" ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლის თაობაზე პოზიცია დააფიქსირა


მიუნხენის „ბაიერნში“ რობერტ ლევანდოვსკის „რეალში“ გაშვება არ სურთ, რადგან ამ გზით, ევროპულ სარბიელზე, გერმანული გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ კლუბს გააძლიერებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლონელმა ფეხბურთელმა თავის ამჟამინდელ კლუბს აცნობა, რომ მას მომავალ ზაფხულს, „რეალში“ გადასვლა სურდა.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ლევანდოვსკის მიერ კლუბის შესაძლო დატოვება „ბაიერნში“ საკმაოდ უარყოფითად მიიღეს. მიუნხენის „ბაიერნს“ მთავარი ფორვარდის „რეალში“ გაშვება და ამ გზით „სამეფო გუნდის“ გაძლიერება არ სურს, ვინაიდან და რადგანაც ორი გრანტი „ჩემპიონთა ლიგის“ პოტენციურ კონკურენტებს წარმოადგენენ.

მიუხედავად აღნიშნულისა, „ბუნდესლიგის“ ლიდერი გუნდი, მე-9 ნომრის შემცვლელ ახალ პრეტენდენტებს უკვე განიხილავს. გასულ სატრანსფერო პერიოდში, „ბაიერნს“ გარეტ ბეილის სახელთან აკავშირებდნენ, ხოლო კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მისი კლუბი მზადაა სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალოს და კონკრეტულო მოთამაშეების გასაფორმებლად უფრო მეტი თანხა გაიღოს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ფეხბურთელს „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ თავისი შესაძლო გადაბარგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რათა ისინი მიმდინარე სეზონის დასრულებას დაელოდონ.










კომენტარის დამატება