სიახლეები / ფეხბურთი
დრენტე:"თუ არ გადამიხდიან, "რეალში" დავბრუნდები"

როგორც მოგეხსენებათ, როისტონ დრენტეს "ერკულესში" ხელფასს არ უხდიან. მან პროტესტის ნიშნად განაცხადა, რომ კლუბს დატოვებს და მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.


"თუ არ გადამიხდიან, "რეალში" დავბრუნდები" – აცხადებს დრენტე. "ერკულესში" ნახევარი წელიწადია ვთამაშობ, ხოლო ხელფასი მხოლოდ ერთი თვის მივიღე! არ შემიძლია ასე მუშაობა".

"ერკულესის" ბოსები ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტას აკეთებენ. არ დავბრუნდები, სანამ ჩემს პირობებს არ შეასრულებენ. მიყვარს ამ გუნდის ქომაგები, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება" – განაცხადა დრენტემ.








კომენტარის დამატება