სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / გერმანია / იტალია
მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო საფეხბურთო მოვლენები

“ESPORT.GE” გთავაზობთ საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენებს.

ინგლისი


ინგლისის „პრემიერ ლიგაში“ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ შორის ლონდონური დერბი გაიმართა. თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ჰარი კეინმა გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატში, ფეხბურთელმა უკვე 23-ე გოლის გატანა მოახერხა. „ტოტენჰემმა“ მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ თითო-თითო შეხვედრა მარაგში აქვთ. „არსენალი“ კვლავ მე-6 ადგილზე რჩება და „არისტოკრატებს“ 5 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ასევე „მანჩესტერ სიტის“ მიერ „ლესტერის“ გამანადგურებელი ანგარიშით (5:1) დამარცხებაც. მატჩში აგუერომ 4 გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო საფეხბურთო მოვლენები


გერმანია


გერმანიაში მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა მიუნხენის „ბაიერნსა“ და „შალკეს“ შორის. მთავარი მოვლენები პირველივე ტაიმში განვითარდა. ლევანდოვსკის სწრაფ გოლს დი სანტომ უპასუხა, თუმცა „ბაიერნს“ დაკარგული უპირატესობა მიულერმა დაუბრუნდა. საბოლოო ჯამში, მიუნხენის „ბაიერნმა“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა „შალკე“. რაც შეეხება დორტმუნდის „ბორუსიას“, მან ზედიზედ მეორე შეხვედრის მოგება შეძლო. ამჯერად, „ბორუსიამ“ „ჰამბურგი“ 2:0 ანგარიშით დაამარცხა. გოლები გაიტანეს ახალწვეულმა მიში ბატშუაიმ და დაუდამ. დორტმუნდის „ბორუსია“ „ბუნდესლიგის“ მე-3 პოზიციაზე გადავიდა. მე-2 ადგილზე ისევ „ლაიფციგი“ რჩება, რადგან „ბაიერი“ 0:2 ანგარიშით „ჰერტასთან“ დამარცხდა.

მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო საფეხბურთო მოვლენები



ესპანეთი


რაც შეეხება ზინედინ ზიდანის გუნდს, მადრიდის „რეალი“ სანიმუშო განწყობაზეა. მადრიდის "რეალი" მოწინააღმდეგეს ვერც კი ამჩნევს. სხვაგვარად ვერც კი დავახასიათებთ იმას, რაც „რეალ სოსიედადთან“ დაპირისპირებისას პირველ ნახევარში მოხდა. ვასკესმა, რონალდუმ, კროოსმა და კიდევ ერთხელ რონალდუმ პირველი ნახევრის დასრულებამდე, "თეთრებს" კომფორტული უპირატესობა აჩუქეს. მეორე ნახევარში ბასკები ოდნავ გამოცოცხლდნენ, მათ ორხილესისა და ილიარამენდის დახმარებით ორი გოლი გაიტანეს, თუმცა რონალდუმ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა.

მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო საფეხბურთო მოვლენები


იტალია


ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ “სერია A”-ს შესახებაც. ნეაპოლიტანური კლუბი „სერია A”-ს სარეიტინგო ცხრილის ლიდერია და აღნიშნულ პოზიციას „იუვენტუსისგან“ კბილებით იცავს. ამჯერად, მაურისიო სარიმ „ლაციოს“ შანსი არ დაუტოვა და 4:1 ანგარიშით დაამარცხა. „ნაპოლი“ ტურინულ კლუბს ერთი ქულით უსწრებს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიმდინარე სეზონში, „მილანმა“ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან „სპალი“ 4:0 ანგარიშით დაამარცხა.


მიმდინარე კვირის ყველაზე საინტერესო საფეხბურთო მოვლენები












კომენტარის დამატება