სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / უცხოური ფეხბურთი
"ევერტონის" შესაძლო ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

"ევერტონის" შესაძლო ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია


ცნობილია, რომ დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა ინგლისური „პრემიერ ლიგის“ რამოდენიმე კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. პორტუგალიელი სპეციალისტის პრეტენდენტებს შორის, ყველა მეტად „ევერტონი“ აქტიურობს, რომელმაც უკრაინული კლუბის მთავარ მწვრთნელს ოფიციალური შემოთავაზება ჯერ კიდევ გასულ შემოდგომას გაუგზავნა, მაგრამ მოცემულ წინადადებაზე მტკიცე უარი მიიღო.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „ევერტონი“ კიდევ ერთხელ შეეცდება ფონსეკასთან შეთანხმების მიღწევას. პაულოს მიმდინარე კონტრაქტი „შახტართან“ სეზონის ბოლოს იწურება. ბრიტანული კლუბი სწორედ ზემოთაღნიშნული გარემოების თავის სასიკეთოდ გამოყენებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მასმედიაში ფონსეკასთან დაკავშირებით, კიდევ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც პორტუგალიელი სპეციალისტის მოსაპოვებლად „ვესტ ჰემი“, „ვესტ ბრომვიჩი“ და „საუთჰემპტონიც“ იბრძვიან.










კომენტარის დამატება