100 მილიონი ევრო! "რეალი" "ჩელსის" ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 11-თებ, 22:249 GioToServe 421 0






100 მილიონი ევრო! "რეალი" "ჩელსის" ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს თავის გუნდში გამოჩენილი გოლკიპერის ხილვა სურს.

ითვლება, რომ მადრიდის „რეალს“ დავიდ დე ხეას მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ამიტომ „სამეფო გუნდი“ მთელ ძალისხმევას ტიბო კურტუას გაფორმებისაკენ მიმართავს.

ბელგიელი გოლკიპერის ოჯახი მადრიდში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ტიბო კურტუა მადრიდში დაბრუნების სურვილს არ მალავს.

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, რომ მეკარის ტრანსფერის სისრულეში მოსაყვანად 100 მილიონი ევრო გაიღოს. ამასთან, გაცვლითი ტრანსფერიც მოსალოდნელია შედგეს, თუმცა, მადრიდულ კლუბს თანხის დამატება მაინც მოუწევს.

ცნობილია, რომ „რეალი“ „რომას“ გოლკიპერს ალისონ ბეკერსაც ყურადღებით უმზერს. იტალიელები ბრაზილიელი მეკარის სანაცვლოდ, როგორც მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018