სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
ჰარი კეინისათვის ბრძოლაში მადრიდის "რეალს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

ჰარი კეინისათვის ბრძოლაში მადრიდის "რეალს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა


„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა მზადაა, რომ მადრიდის „რეალს“ „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინისათვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „ქალაქელები“ მზად არიან, რომ ინგლისელ თავდამსხმელთან დაკავშირებით, „თეთრების“ მიერ წამოყენებული ნებისმიერი შეთავაზება გადაფარონ.

„სიტი“ აპირებს, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების 24 წლის წევრს მადრიდის „რეალში" თამაშზე უკეთესი პირობები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში, ინგლისის „პრემიერ ლიგის“ ეგიდით გამართულ შეხვედრებში, ჰარი კეინმა 26-ჯერ იასპარეზა. ფორვარდმა 23 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემის შესრულებითაც შეძლო თავის გამოჩენა.












კომენტარის დამატება