ის რასაც არავინ ელოდა! ესპანეთის პრეზიდენტმა ნეიმარის "რეალში" გადასვლის თაობაზე წარმოუდგენელი რამ განაცხადა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 13-თებ, 11:519 GioToServe 4876 0





ის რასაც არავინ ელოდა! ესპანეთის პრეზიდენტმა ნეიმარის "რეალში" გადასვლის თაობაზე წარმოუდგენელი რამ განაცხადა


ესპანეთის პრეზიდენტმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ „პ.ს.ჟ.“-ს ფორვარდის ნეიმარის მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ხილვა არ სურს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, ნამდვილად გეგმავდა თუ არა „რეალი“ ნეიმარის გაფორმებას. სულ ცოტა ხნის წინ, რონალდუს, ბენზემასა და ბეილს, მადრიდული გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეებად მიიჩნევდნენ, რამდენიმე თვე გავიდა და აღნიშნულ ფეხბურთელებში უკვე ეჭვი სერიოზულად ეპარებათ.“

„მე კი მათი მჯერა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენი ერთობლივი ხედვა და პერსპექტივა მომავლისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის გამო, ნეიმარის „რეალში“ გადასვლას არ ვისურვებდი.“ - ციტირებს რახოის სიტყვებს “ESPORT.GE”.

მასმედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „რეალი“ ნეიმარით დაინტერესდა და ამ ზაფხულს მისი ტრანსფერის განხორციელებასაც შეეცდებოდა.

მიმდინარე სეზონში, „პ.ს.ჟ.“-ს შემადგენლობაში, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 26 მატჩი ჩაატარა. მან 26 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემის შესრულებითაც შეძლო თავის გამოჩენა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018