სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა
"იგუაინი სჯობს თუ კეინი? რა უაზრო კითხვებს მისვამთ!" - ალეგრის კომენტარი "ტოტენჰემთან" დაპირისპირებამდე

"იგუაინი სჯობს თუ კეინი? რა უაზრო კითხვებს მისვამთ!" - ალეგრის კომენტარი "ტოტენჰემთან" დაპირისპირებამდე


„ტოტენჰემის“ ფორვარდი 2017-18 წლის სეზონში მართლაც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, მაგრამ „იუვეს“ მთავარი მწვრთნელს იგუაინი ურჩევნია.

მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იგი ჰარი კეინს გონსალო იგუაინს არჩივნებს. შეგახსენებთ, რომ დღეს, „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალში, „იუვენტუსი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში, „იუვე“ “ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, „H ჯგუფში“, „ტოტენჰემი“ პირველ ადგილზე გავიდა. ინგლისურმა კლუბმა ყველასთვის მოულოდნელად უკან ჩამოიტოვა მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“.

აღნიშნული შეხვედრისათვის ჰარი კეინი მზად იქნება, რადგანაც ამ მომენტამდე იგი ბრწყინვალედ ასპარეზობს. უკანასკნელ 7 შეხვედრაში, ფეხბურთელმა 8 გოლის გატანა მოახერხა. გამორჩეულ ფორმას არც იგუაინი უჩივის. ბოლო 4 მატჩში, არგენტინელმა 6 გოლი გაიტანა.

მოცემულ მატჩში, ორი თავდამსხმელის დაპირისპირების შესახებ, არაერთი რამ ითქვა, თუმცა მასიმილიანო ალეგრიმ არაორაზროვნად განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს იგი უკეთეს ფეხბურთელად.

„ეს საერთოდ რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა იგუაინი!“ - ღიმილით განუცხადა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს ალეგრიმ.

„მართალია კეინი უმაღლესი დონის თავდამსხმელია, მაგრამ იგუაინსა და კეინს შორის არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, ჩემს მე-9 ნომრად, რაღა თქმა უნდა, არგენტინელს ავირჩევდი.“

„ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩში, იგუაინი დამატებითი წნეხის ქვეშ იქნება, რადგანაც „იუვენტუსს“ მუხლის ქვედა მყესის ტრავმის გამო პაულო დიბალა დააკლდება. ტურინულ კლუბს ვერც ბლეზ მატუიდი დაეხმარება - იგი ბარძაყის ტრავმამ შეაწუხა. ალეგრის ბევრი რამ არ გამოუმჟღავნებია იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ფრანგ ფეხბურთელს.

„რა თქმა უნდა მატუიდის კონკრეტული მოთამაშით ჩავანაცვლებთ, იმიტომ, რომ მოედანზე 11-ნი უნდა ვიყოთ. მას განსხვავებული მახასიათებლებისა და მონაცემების ფეხბურთელი შეცვლის.“ - განაცხადა ალეგრიმ.

„ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ მატჩს სპეციფიკური ტაქტიკით მივუდგებით. ჩვენი სტრატეგია თითოეულ ფეხბურთელსა და მათ შესაძლებლობებს უნდა მოვარგოთ. ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ საერთო ჯამში, ჩვენ შორის დაპირისპირება, 180 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. კარგად ვიცნობთ "ტოტენჰემის" როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მხარეებს."

„ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალე შეხვედრა უნდა ჩავატაროთ - ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მხოლოდ ფიზიკურ ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას, ერთიორად დავზარალდებით.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს „ESPORT.GE”.












კომენტარის დამატება