სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა
კატასტროფა "იუვეს" ბანაკში "ტოტენჰემთან" შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე - გუნდს მთავარი ლიდერი დააკლდება

კატასტროფა "იუვეს" ბანაკში "ტოტენჰემთან" შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე - გუნდს მთავარი ლიდერი დააკლდება


„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ტურინული კლუბის მეტოქე „ტოტენჰემი“ იქნება.

ფეხზე მიღებული ტრავმის შემდგომ, არგენტინელმა ვარჯიში სულ ცოტა ხნის წინ განაახლა.

"ტოტენჰემის" წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დიბალა განაცხადში არ შეიყვანა.

მთავარმა წვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება იმ გარემოებით ახსნა, რომ არ სურდა დიბალა რისკის ქვეშ დაეყენებინა და ფეხბურთელის მდგომარეობა პოტენციურად კიდევ უფრო დაემძიმებინა.

დიბალას გარდა, ტურინულ კლუბს ვერ დაეხმარება ვერც ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო და ვერც ბლეზ მატუიდი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ტოტენჰემის“ დაპირისპირება დღეს, 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დააიწყება.








კომენტარის დამატება