სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა
ზინედინ ზიდანის კომენტარი "პ.ს.ჟ."-სთან დაპირისპირებამდე

ზინედინ ზიდანის კომენტარი "პ.ს.ჟ."-სთან დაპირისპირებამდე


მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალში „პ.ს.ჟ.“-სთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„ახლა გუნდის ყველა ფიქრი „პ.ს.ჟ.“-ს წინააღმდეგ მატჩისკენაა მიმართული. ვიცი, რომ ჩვენი მეტოქე ფრანგული კლუბია, მაგრამ ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. დიახ, მე წარმოშობით მარსელიდან ვარ, რომელიც პარიზელების პრინციპული მეტოქეა, თუმცა ამ მომენტისათვის მე მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი ვარ.

„ვიმედოვნებ, რომ წინ ლამაზი შეხვედრა გველის. რონალდუ და ნეიმარი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან, მაგრამ მათი შედარება გაუმართლებელია. კრიშტიანუს ხომ ხუთი ოქროს ბურთი აქვს მოგებული და ამას გარდა, ევროპის ჩემპიონის წოდებაც აქვს მოპოვებული. ხვალ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არა რონალდუ და ნეიმარი, არამედ მადრიდის „რეალი“ და და "პ.ს.ჟ.".

„ორივე გუნდს „ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. გულშემატკივრები ღირსეული ფეხბურთის გარდა, სხვა ვერაფერს იხილავენ.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის სიტყვებს “ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „რეალი“ – „პ.ს.ჟ.“ „სანტიაგუ ბერნაბეუს“ მოედანზე ოთხშაბათს, 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.












კომენტარის დამატება