სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი
ზაფხულში "ბარსელონა" ორ ფეხბურთელს გაყიდის

ზაფხულში "ბარსელონა" ორ ფეხბურთელს გაყიდის


„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, გუნდი უარს იტყვის ნახევარმცველ დენის სუარესსა და ანდრე გომეშზე. კატალონიური კლუბი ფეხბურთელებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაყიდის.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ნახევარმცველებმა ვერ შეძლეს გუნდის სამწვრთნელო ბაზის დარწმუნება თავიანთ კომპეტენტურობაში. შესაბამისად, „ბარსა“ სუარესსა და გომეშს ტრანსფერზე გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ესპანური გრანდის შემადგენლობაში, დენის სუარესმა 11 მატჩი ჩაატარა. მან 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება ანდრე გომეშს, მანაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შედეგიანი მოქმედებებით თავი ვერ დაგვამახსოვრა.












კომენტარის დამატება