"რეალი" VS. "პ.ს.ჟ." - გოლების სტატისტიკა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა 14-თებ, 12:509 GioToServe 409 0





"რეალი" VS. "პ.ს.ჟ." - გოლების სტატისტიკა


“ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალში, მადრიდის „რეალი“ „პ.ს.ჟ.“-ს დაუპირისპირდება. ეს მატჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდ ინტერესს იწვევს. მადრიდული და პარიზული კლუბების დაპირისპირებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „BBC vs. MCN” – „ბენზემა, ბეილი და კრიშტიანუ“, რომელთა მოწინააღმდეგენი იქნებიან „მბაპე, კავანი და ნეიმარი“.

საინტერესოა, თუ რომელი გუნდი შეძლებს ევროპულ სარბიელზე მორიგი დიდი წარმატების მიღწევას.

მიმდინარე სეზონში, „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, კილიან მბაპე, ედინსონ კავანი და ნეიმარი ბრწყინვალედ ასპარეზობენ. ისინი არა მხოლოდ „საფრანგეთის ჩემპიონატში“, არამედ სხვა ევროპის ტურნირებზეც დომინირებენ.

თუმცა, ტრიო მარტო არ არის. კარიმ ბენზემას, გარეტ ბეილსა და კრიშტიანუ რონალდუს მათთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, განსაკუთრებით, თუ მათ თამაშის მსვლელობის რიტმი იპოვეს და საუკეთესო ფორმის დემონსტრირება შეძლეს.

“MCN”-ის გოლების სტატისტიკა ამგვარია:

2017/18 – 71 გოლი - კავანი - 28, ნეიმარი - 28, მბაპე - 15.

„BBC”-ის გოლების სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. 2013/14 – 59 გოლი - კრიშტიანუ - 33, ბენზემა - 15, ბეილი - 11.
2. 2014/15 – 76 გოლი - კრიშტიანუ - 43, ბენზემა - 17, ბეილი - 16.
3. 2015/16 – 77 გოლი - კრიშტიანუ - 40, ბენზემა - 23, ბეილი - 14.
4. 2016/17 – 47 გოლი - კრიშტიანუ - 25, ბენზემა - 13, ბეილი - 9.
5. 2017/18 – 40 გოლი - კრიშტიანუ - 24, ბენზემა - 7, ბეილი - 9.

„ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის პირველ მატჩს „სანტიაგუ ბერნაბეუ“ უმასპინძლებს, მომდევნო დაპირისპირება კი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

ფაქტია, რომ „პ.ს.ჟ.“-ს შემტევი ხაზის ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან, ხოლო მადრიდის „რეალის“ მთავარი ძალა არცთუ სანიმუშოდ ასპარეზობს და ჯერ კიდევ იბრძვის უწინდელი გამორჩეული ფორმის დასაბრუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, „ჩემპიონთა ლიგაზე“ ის განსხვავებულ ფეხბურთელად წარმოგვიდგება ხოლმე. პორტუგალიელი სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. უკანასკნელ ხუთ ტურნირზე, იგი ბომბარდირი გახლდათ და წლევანდელ გათამაშებაშიც, რონალდუს 9 გოლი აქვს გატანილი და ამ მონაცემით ყველა სხვა ფეხბურთელი უკან ჩამოიტოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018