ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადასვლის ზუსტი დრო ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 14-თებ, 15:599 GioToServe 203 0





ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადასვლის ზუსტი დრო ცნობილია


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, “პ.ს.ჟ.“-ს თავდამსხმელი ნეიმარი ერთ წელიწადში „რეალში“ გადავა.

ჩვენი ინფორმაციით, ეს 2019 წლის ზაფხულში უნდა მოხდეს.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელი ფეხბურთელი „საფრანგეთის ჩემპიონატში“ არსებული საერთო დონით უკმაყოფილოა და „ლა ლიგაში“ დაბრუნება სწადია.

ცნობილი ხდება ისიც, რომ „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის გაფორმებას ჯერ კიდევ იმ პერიოდში ცდილობდა, როდესაც ბრაზილიელი ფორვარდი „სანტოსის“ რიგებში ასპარეზობდა.

ამას გარდა, აღინიშნება, რომ პერესი კიდევ ერთი წელი აპირებს მოცდას. თავის მხრივ, იმ შემთხვევაში, თუკი „პ.ს.ჟ.“ „ჩემპიონთა ლიგას“ მოიგებს, პარიზული კლუბი ნეიმარის გაყიდვის ალტერნატივასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ნეიმარი „ბარსელონადან“ „პ.ს.ჟ.“-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა.

მიმდინარე სეზონში, „პ.ს.ჟ.“-ს შემადგენლობაში, 26 წლის ფეხბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა. მან 26 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემითაც მოახერხა თავის გამოჩენა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018