მაურისიო პოჩეტინოს კომენტარი "ტოტენჰემი" - "იუვენტუსის" შეხვედრის შემდგომ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 14-თებ, 17:379 GioToServe 323 0





მაურისიო პოჩეტინოს კომენტარი "ტოტენჰემი" - "იუვენტუსის" შეხვედრის შემდგომ


„ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, „იუვენტუსმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 ანგარიშით დასრულდა.

ინგლისური კლუბის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„ბრწყინვალე შეხვედრა გამოდგა. გარკვეული დროის განმავლობაში უყურადღებოდ ვთამაშობდით და შედეგად, საკუთარ კარში, 9 წუთში, 2 ბურთი მივიღეთ. „ტოტენჰემმა“ დიდი ბრძოლისუნარიანობა და მტკიცე ხასიათი გამოავლინა, ეს კი რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. მინდა მივულოცო ჩემ ფეხბურთელებს, რადგან მათ 0:2 დეფიციტის აღმოფხვრა შეძლეს. „იუვენტუსის“ დამარცხება ძალიან რთული დავალებაა. მოგებას უფრო ვიმსახურებდით, ვიდრე ფრეს. ვიმედოვნებ, რომ „უემბლიზე“ უკვე ჩვენ გავიმარჯვებთ.“ - ციტირებს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა, სადაც „ტოტენჰემი“ „იუვენტუსს“ „უემბლიზე“ უმასპინძლებს, 7 მარტს გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018