სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ჩემპიონთა ლიგა / უცხოური ფეხბურთი
ხოსეპ გვარდიოლამ "ბაზელთან" გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა

ხოსეპ გვარდიოლამ "ბაზელთან" გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა


„ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, „ბაზელმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. ხოსეპ გვარდიოლას ფეხბურთელებმა შვეიცარული კლუბის კარში 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, „ბაზელთან“ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ, კომენტარი გააკეთა:

„შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ. „მანჩესტერ სიტიმ“ პრაქტიკულად უკვე მოახერხა 1/4 ფინალში გასვლა. ჩვენ კარგად ვიცით ისიც, რომ 1/8 ფინალი 180 წუთის განმავლობაში გრძელდება. საპასუხო მატჩსაც არანაკლები პასუხისმგებლობით ვეკიდებით და კარგად მოვემზადებით.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „ESPORT.GE”.

„გიუნდოგანის შესახებ თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, გეტყვით, რომ ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. გასულ წელს, მან ტრავმა მიიღო და 6 თვე ვერ იასპარეზა. ამ მომენტისათვის, გიუნდოგანი ჩემ მოლოდინს ამართლებს და მისი თამაშით სრულიად კმაყოფილი ვარ.“ - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა, რომელშიც „მანჩესტერ სიტი“ "ბაზელს“ "ეტიჰადზე" უმასპინძლებს, 7 მარტს გაიმართება.








კომენტარის დამატება