მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" - "ტოტენჰემის" პირველი მატჩი შეაფასა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 14-თებ, 18:119 GioToServe 243 0





მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" - "ტოტენჰემის" პირველი მატჩი შეაფასა


„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ალიანც არენაზე",, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დაფიქსირებული რეზულტატის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის პირველ მატჩში გამარჯვებული არ გამოვლენილა. „იუვენტუსსა“ და „ტოტენჰემს“ შორის დაპირისპირება ფრედ, 2:2 ანგარიშით დასრულდა.

„ტოტენჰემმა“ პრესინგს ხერხს მიმართა და ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა. ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ვიცოდით, რომ მატჩი რთული იქნებოდა და მოგება გაგვიჭირდებოდა. „იუვენტუსი“ უდავოდ შეეცდება საპასუხო მატჩში გამარჯვების მოპოვებას. მართალია 2:0 ანგარიშით ვიგებდით, მაგრამ ინიციატივა ინგლისურ კლუბს გადავულოცეთ და მთლიანად დაცვაში ჩავჯექით. რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. „ტოტენჰემი“ უმაღლეს დონეზე იყო მზად როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური და სტრატეგიული კუთხით.“ - ციტირებს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა, რომელშიც „ტოტენჰემი“ „იუვენტუსს“ ლონდონში, „უემბლიზე“ უმასპინძლებს, 7 მარტს გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018