სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი
ისტორიული მოვლენა: როჯერ ფედერერი "ATP" რეიტინგში პირველ ადგილს დაუბრუნდა

ისტორიული მოვლენა: როჯერ ფედერერი "ATP" რეიტინგში პირველ ადგილს დაუბრუნდა


დღეს, "ATP როტერდამის" 1/4 ფინალში, შვეიცარელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. მან მეტოქე 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 4-6, 6-1, 6-1.

1/2 ფინალში გასვლით, შვეიცარელმა ჩოგბურთელმა 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ATP-ის" სარეიტინგო ცხრილში, ფედერერმა ნადალს გადაუსწრო და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გახდა.

უფრო ზუსტად, ამ მომენტისათვის, როჯერს 9785 ქულა აქვს, ესპანელ რაფაელ ნადალს კი 9760.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბოლოს, როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეში 2012 წლის ოქტომბერში გახლდათ. საოცარია, მაგრამ მან პირველობის დაბრუნება თითქმის 6 წლის შემდგომ შეძლო.

და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეკორდის მომსწრენი გავხდით. 36 წლის როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც "ATP" რეიტინგში პირველ ადგილას მოგვევლინა. აქამდე აღნიშნულ რეკორდს, ანდრე აგასი ფლობდა (33).

"ESPORT.GE" ულოცავს როჯერ ფედერერის თითოეულ გულშემატკივარს ამ გრანდიოზულ მიღწევას...












კომენტარის დამატება