ფედერერი კარიერის დასასრულზე ალაპარაკდა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 21-თებ, 19:189 GioToServe 704 0





ფედერერი კარიერის დასასრულზე ალაპარაკდა


შვეიცარელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავისი კარიერის ფინალური ეტაპის ირგვლივ კომენტარი გააკეთა და ზოგადი მოლოდინის შესახებ ისაუბრა.

„შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გაგებით, ერთი სული მაქვს, როდის შევწყეტ ჩოგბურთის თამაშს. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით, მოცდა მოგვიწევს. დღეისათვის, თავს კარგად ვგრძნობ, მიხარია რომ ასპარეზობას განვაგრძობ. ახლა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები და ბრწყინვალედ ვთამაშობ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ.“ - განაცხადა 20-გზის "დიდი სლემის" ტურნირების ჩემპიონმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდგომ ბედნიერი ვიქნები. ჩემ გვერდით ბევრი კარგი ადამიანია. მე ბევრი მეგობარი მყავს. ყოველთვის მჯეროდა და კარგად მესმოდა ის გარემოება, რომ სპორტის მიღმაც არსებობს ცხოვრება და რომ შესაძლებელია ამ კუთხითაც იყო ბედნიერი. მერწმუნეთ, არ მოვიწყენ.“ - ციტირებს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნის როჯერ ფედერერის სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ ფედერერი "ATP დუბაის" ტურნირზე მონაწილეობას არ გამორიცხავს. დასტურის შემთხვევაში, ორგანიზატორები მას "Wild-Card"-ს გადასცემენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფედერერი 355 ქულით უსწრებს ნადალს და "ATP" რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018