სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია
მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

უკანასკნელ პერიოდში, მიუნხენის "ბაიერნი" "თვითერზე განსაკუთრებით აქტიურობს. გერმანული გრანდის "თვითერის" ინგლისურმა ვებგვერდმა "არსენალს" კიდევ ერთხელ დასცინა.

"ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, ბავარიელებმა თურქულ კლუბ "ბეშიქთაშს" უმასპინძლეს და მეტოქე 5-0 ანგარიშით დაამარცხეს. ცხადია, რომ პიროვნება, რომელსაც იმ ღამით, გუნდის "თვითერზე" მატჩის ტრანსლირება დაევალა, ზედმეტად დადებითად იყო აღელვებული.

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდს მისწერა, რომ "ევროპის ლიგის" მუსიკა "ჩემპიონთა ლიგის" მუსიკალურ გაფორმებას სჯობდა, გერმანული გუნდის წარმომადგენელმა დრო იხელთა და "არსენალს" ოსტატურად დასცინა. აქვე გეტყვით, რომ "არსენალი" ტრადიციულად კვლავ ასპარეზობს ევროპის შედარებით დაბალი საფეხურის შეჯიბრებაზე.

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

აღნიშნული თითქოსდა უწყინარი ჟესტი, "ბუნდესლიგის" ლიდერებისგან ფრიად ენამოსწრებული და დროული აღმოჩნდა. მიუნხენის "ბაიერნს" მართლაც ძალიან უყვარს "არსენალის" - მისი რეგულარული მეტოქის კბენა.

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

2013 წლიდან მოყოლებული, "არსენალმა" და "ბაიერნმა" ერთმანეთის წინააღმდეგ უპრეცენდენტო ოდენობის შეხვედრები გამართეს - "ჩემპიონთა ლიგაზე", ორი გუნდი ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდა.

არსენ ვენგერის გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" არ გასცდენია. საერთო ჯამში, "არსენალმა" "ბაიერნის" წინააღმდეგ სულ ორი შეხვედრის მოგება შეძლო, 1 მატჩი ფრედ დაამთავრა, უკანასკნელი 3 კი წააგო საბოლოო ანგარიშით 15-3.

გასულ წელს, ორი მატჩის ჯამში, მიუნხენის "ბაიერნმა" 10-2 ანგარიშით დაამარცხა "არსენალი". მაშინაც, გერმანულმა კლუბმა "თვითერზე" სასტიკად დასცინა "მეთოფეებს".

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

გასული წლის ივლისში, ისინი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს მოხდა ჯერ კიდევ პრე-სეზონში, მეგობრული შეხვედრის ფარგლებში. "ბაიერნმა" კომიკური პოსტი "თვითერზე", არც აღნიშნული მატჩის დასრულების შემდგომ დაიშურა.

მიუნხენის "ბაიერნმა" "არსენალი" კიდევ ერთხელ დატროლა

სოციალურ ქსელში საუცხოო აქტივობის თვალსაზრისით, მიუნხენის "ბაიერნი", შესაძლოა საუკეთესო საფეხბურთო კლუბად მივიჩნიოთ, რადგან არცერთ სხვა გუნდს არ გამოსდის ეს ყველაფერი ისე კარგად, როგორც ამას გერმანული გრანდი ახერხებს.












კომენტარის დამატება