ზინედინ ზიდანმა მოიბოდიშა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 23-თებ, 21:439 GioToServe 2322 0





ზინედინ ზიდანმა მოიბოდიშა


"ლეგანესის" წინააღმდეგ მატჩში, დანი სებალოსმა მოედანზე მხოლოდ 29 წამი გაატარა. ამ პრეცენდენტის გამო, ზიდანმა ესპანელ ნახევარმცველს ბოდიში მოუხადა.

დანი სებალოსის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" გონივრული სვლა იყო იმდენად, რამდენადაც სებალოსი ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად სახელდება.

მას შემდგომ, რაც იგი "სამეფო კლუბს" შეუერთდა, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ სებალოსი სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა - ფეხბურთელი თავისი ნიჭის დემონსტრირებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.

ზინედინ ზიდანს სებალოსი მოედანზე ხშირად არ გამოჰყავს, ხოლო "ლეგანესის" წინააღმდეგ მატჩში, იგი დაამცირა კიდეც - მატჩის მიწურულს 29 წამის განმავლობაში ათამაშა.

ახლა, ზიდანმა 21 წლის სებალოსს შეტყობინება გაუგზავნა და ბოდიში მოუხადა.

"ამ ყველაფრის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. მე ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი. სებალოსსაც ზუსტად ეს ვუთხარი. მომხდარს არ მივესალმები. როგორც წესი, ფეხბურთელი მოედანზე 30 წამისთვის არ შემომყავს ხოლმე." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დანი სებალოსი მადრიდის "რეალშია". მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი ბიჭია და ბევრსაც შრომობს. ის ახალგაზრდაა და სწავლის პროცესი უნდა განაგრძოს. კარგ საქმესაა შეჭიდული. უფრო მეტი კონცენტრაცია მართებს და მეტ სათამაშო დროსაც მალე დაიმსახურებს." - ციტირებს "ESPORT.GE" მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სიტყვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა