Image

რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ოფიციალურად გარკვეულია - რჩება თუ მიდის "ბაიერნის" თავდამსხმელი ?

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 24-თებ, 13:539 GioToServe 545


რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ოფიციალურად გარკვეულია - რჩება თუ მიდის "ბაიერნის" თავდამსხმელი ?


მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განმარტა, რომ ის და მისი გუნდი რობერტ ლევანდოვსკის "რეალში" არ გაუშვებს.

"თქვენ თვლით, რომ ლევანდოვსკიმ იმიტომ შეიცვალა პირადი წარმომადგენელი, რათა "რეალში" ტრანსფერის ორგანიზება გაეადვილებინა. კარგით, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, მაგრამ ფეხბურთელის მიერ აგენტის შეცვლის ფაქტში, უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ამგვარი გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჩემთვის რთულია." - განაცხადა ჰაინკესმა.

"აღნიშნული გარემოება კლუბისათვის რეალურად არაფერს ცვლის. მე ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მათ ჩემთვის ლევანდოვსკის გაყიდვის თაობაზე არაფერი უთქვამთ." - განაგრძო სპეციალისტმა.

"მიუნხენის "ბაიერნი" გუნდის წამყვან მოთამაშეებს არ ყიდის. "ბაიერნის" საუკეთესო ფეხბურთელები ჩვენთანვე დარჩებიან. წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმისა, რომ ლევანდოვსკი გერმანული გრანდიდან სადმე წავა." - ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის სიტყვებს "ESPORT.GE".

მიმდინარე სეზონში, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, რობერტ ლევანდოვსკიმ 22 მატჩი ჩაატარა. მან 20 გოლი გაიტანა და "ბუნდესლიგის" ბომბარდირია.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" ფეხბურთელში 150 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, პოლონელი ფეხბურთელი გერმანიაში რჩება და საკითხი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა