სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია
სასიამოვნო ინფორმაცია მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის

სასიამოვნო ინფორმაცია მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის


ჯერ კიდევ გასულ სეზონში, მიუნხენის "ბაიერნისა" და "გერმანიის" ეროვნული ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა მარცხენა ტერფის სერიოზული დაზიანება მიიღო.

მიმდინარე სეზონში, უფრო ზუსტად კი სექტემბერში, გოლკიპერს ტრავმა შეუბრუნდა, რის შედეგადაც, ნოიერმა წლევანდელი "ბუნდესლიგის" თამაშების მნიშვნელოვანი ნაწილიც გამოტოვა.

"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, დღეისათვის, 31 წლის მეკარე ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობს. უკვე მარტში, იგი მზად იქნება და თავის გუნდთან ერთად, საერთო ჯგუფში განაახლებს ვარჯიშს. ნოიერი ასპარეზობას აპრილში დაუბრუნდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანუელ ნოიერი სვენ ულრაიხმა ჩაანაცვლა და ახლა სწორედ 29 წლის გოლკიპერი იცავს მიუნხენის "ბაიერნის" კარს. ცოტა ხნის წინ, ულრაიხმა "გერმანიის" მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.












კომენტარის დამატება