Image

ტოჩინოშინის ემოციური მიმართვა ქართველ გულშემატკივარს

სიახლეები / სხვა სახეობები 25-თებ, 23:039 crash 1196


ლევან გორგაძემ სოციალურ ქსელში თავის გულშემატკივრებს მიმართა :

" დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით. მთელი ბაშოს განმავლობაში ვგრძნობდი თქვენს უდიდეს მხარდაჭერას. მომდიოდა უამრავი წერილი, შემოდიოდა უამრავი ზარი და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარებოდა. დამატებით ძალებს მმატებდა იმის განცდა, რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი ხალხი იდგა. ასე რომ, ეს გამარჯვება ჩვენ ყველას ერთად გვეკუთვნის.

ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ყველასთვის ცალკე პასუხი და მადლობის თქმა ვერ მოვახერხე. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერას.

ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერისთვის მადლიერების საუკეთესო გამოხატულება ჩემი მხრიდან იქნება ის, რომ გავაგრძელო თავდაუზოგავი ვარჯიში და ვაჩვენო აქ ყველას, თუ როგორ შეგვიძლია ქართველებს ბრძოლა და გამარჯვება.

ასევე, იმედი მაქვს, რომ ეს წარმატება უფრო პოპულარულს გახდის ჩვენს ქვეყანაში სუმოს და ჩემი და გაგას აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, სხვა ქართველები დაიკავებენ ჩვენს ადგილს. ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია კიდევ არა ერთხელ გავაოცოთ იაპონიაც და მთელი მხოფლიოც ჩვენი ჭიდაობით. "

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (350)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა