Image

სასიხარულო ინფორმაცია ლევან გორგაძესთან დაკავშირებით

სიახლეები / სხვა სახეობები 26-თებ, 12:359 crash 1298


















სასიხარულო ინფორმაცია ლევან გორგაძესთან დაკავშირებით


ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინის გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა. გარდა ამისა, იაპონელებმა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ტოჩინოშინი უკვე ოფიციალურად გახდა სეკივაკე (დასავლეთის განთესვით) და მარტის ბაშოზე სწორედ ამ წოდებით იასპარეზებს ოსაკაში.

ტოჩიმ სუმოს იერარქიის რანგით მესამე წოდება მეორედ მიიღო კარიერაში. პირველად სეკივაკეობას ლევანმა გემო 2016 წლის ივლისში გაუსინჯა.

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ნახევარი საფეხურით იქნა დაწინაურებული რეიტინგში ჯურიოს დივიზიონში მყოფი მეორე ჩვენებური, გაგა ჯუღელი. ჯურიოს მე-5 ნომრის პოზიციაზე გაგამარუ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს იქნა გადმოყვანილი. როგორც გახსვოთ, წინა ბაშოზე გაგამ მინიმალური კაჩიკოში (8-7) დააფიქსირა და ამიტომაც სუმოს მამებმა მხოლოდ მინიმალური წინსვლა გაიმეტეს მისთვის.

ჰარუ ბაშო ქალაქ ოსაკაში 11 მარტიდან აიღებს სტარტს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (338)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა