ტიერი ანრი არსენ ვენგერს ცვლის ?

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 27-თებ, 17:459 GioToServe 795 0





ტიერი ანრი არსენ ვენგერს ცვლის ?

"არსენალში" არსენ ვენგერის მომავალი ბუნდოვანია. ვრცელდება ხმები, რომელთა მიხედვითაც ვიგებთ, რომ 68 წლის სპეციალისტი შესაძლოა ტიერი ანრიმ ჩაანაცვლოს.

"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "Daily Mail"-ზე დაყრდნობით, შეკითხვაზე იქნება თუ არა მიმდინარე სეზონი მისთვის "მეთოფეებში" უკანასკნელი, არსენ ვენგერს პირდაპირი პასუხი არ გაუცია. ვარაუდობენ, რომ ვენგერი ლონდონელებს სულ მალე გამოემშვიდობება.

აღნიშნული საკითხის ირგვლივ, თავად ანრისაც სთხოვეს აზრის დაფიქსირება. მას ჰკითხეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ის, რომ "არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ვენგერის საქმე განაგრძოს. ტიერი ანრი მის მიმართ დასმული შეკითხვით აღფრთოვანდა და ენთუზიაზმი ვერ დამალა. მისი თქმით, "არსენალის" სათავეში ყოფნა "დიადი ოცნებაა".

" "ბელგიის" ეროვნულ ნაკრებში, ჯერ კიდევ მაქვს ჩემი საქმე დასამთავრებელი. მოცდა მოგვიწევს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები." - განაცხადა ტიერი ანრიმ.

ამ მომენტისათვის, ანრი "ბელგიის" ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, დამხმარე და ტექნიკურ შტატში მომსახურე პერსონალის წევრია.

" "არსენალის" სათავეში ყოფნა, ჩემი უდიდესი სურვილია. ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა, მაგრამ როგორც ვთქვი, ჯერ-ჯერობით მთელი ყურადღება "ბელგიისკენ" მაქვს მიპყრობილი. გაინტერესებთ რამდენად ვარ დაინტერესებული "არსენალში" მუშაობით? რაღა თქმა უნდა ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩემი ოცნებაა. ვინ არ ისურვებდა "არსენალის" მთავარ მწვრთნელობას?" - ციტირებს 40 წლის ტიერი ანრის სიტყვებს "ESPORT.GE".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა