Image

ნეიმარის მამის კომენტარი შვილის ტრავმის სიმძიმის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა 28-თებ, 13:519 GioToServe 1037


















ნეიმარის მამის კომენტარი შვილის ტრავმის სიმძიმის შესახებ


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, მიღებული ტრავმის გამო, "პ.ს.ჟ."-ს ფორვარდი ნეიმარი 6-8 კვირის განმავლობაში ვეღარ იასპარეზებს.

პირველადი ინფორმაცია თავდამსხმელის მამამ - ნეიმარ სანტოსმა გაავრცელა.

"ნეიმარის გამოჯანმრთელების პროცესი 6-8 კვირას წაიღებს. რაღა თქმა უნდა, იგი "რეალის" წინააღმდეგ მატჩსაც გამოტოვებს." - აცხადებს უფროსი ნეიმარი.

"ოპერაციის გაკეთების თაობაზე, გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია." - ციტირებს "ESPORT.GE" პარიზული კლუბის ფორვარდის მამის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "საფრანგეთის" ჩემპიონატის 27-ე ტურის ფარგლებში, "პ.ს.ჟ." "მარსელს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 ანგარიშით დაამარცხა. სამწუხაროდ, პარიზულ კლუბს გამარჯვება ძვირად დაუჯდა.

ნეიმარმა შეხვედრის უკანასკნელ მეოთხედში სერიოზული ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კოჭზე მნიშვნელოვანი გართულება აღენიშნება, ხოლო ტერფის მეხუთე ძვალი მოტეხილი აქვს.

ამგვარად, 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვეღარ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც "პ.ს.ჟ." მადრიდის "რეალს" "პარკ დე პრენსზე" უმასპინძლებს, 6 პარტს, პარიზში გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (251)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა