Image

ზინედინ ზიდანმა "ესპანიოლთან" დამარცხების შესახებ ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 28-თებ, 14:179 GioToServe 2804


















ზინედინ ზიდანმა "ესპანიოლთან" დამარცხების შესახებ ისაუბრა


"ესპანეთის პრიმერა დივიზიონის" 26-ე ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "ესპანიოლთან", "კორნელია-ელ პრატის" მოედანზე, მოულოდნელად დამარცხდა. დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა და ეს მატჩის 93-ე წუთზე მოხდა.

ზინედინ ზიდანმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"მატჩი კარგად დავიწყეთ და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც შევქმენით. შეხვედრის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით უარესი იყო - ის კატასტროფულად ჩავატარეთ. საერთოდ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვჩვევია. "ესპანიოლის" კარის სიახლოვეს ვერანაირი სახიფათო მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დამარცხებას არ ვიმსახურებდით." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

" "ესპანიოლმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ასეთი წაგება ნამდვილად მტკივნეულია და ცხადია, რომ ძალიან ცუდი შედეგია. ვწუხვარ ჩვენი გუნდის მოთამაშეების გამოც." - განაგრძო ზიდანმა.

"ხანდახან, ფეხბურთში აუხსნელი მოვლენები ხდება და ამგვარი შედეგების გაგება რთულია. რაც მოხდა, მოხდა და ვეღარ შეიცვლება. დაფიქსირებული შედეგი უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ ახლა, გუნდს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას."- აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.

"მეორე ნახევარში კარგად არაფერი გაგვიკეთებია. ზედიზედ ხუთი კარგი მატჩის შემდგომ, დღეს ამ ტენდენციის გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ."

"თუ რატომ დამარცხდა მადრიდის "რეალი", ამას ზუსტად ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი. თამაშის თითოეულ კომპონენტში რაღაც გვაკლდა. როგორც შეგვიძლია, ისე ვერ ვიასპარეზეთ - ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ." - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" მომდევნო შეხვედრას "ხეტაფეს" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს, ამის შემდგომ კი, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის გასამართად პარიზში, "პარკ დე პრენსზე" გაემგზავრება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა