სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 28-თებ, 14:379 GioToServe 493 0





სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის


მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა "ATP აკაპულკოს" ტურნირზე ასპარეზობაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მარჯვენა თეძოს პრობლემა სახელდება.

შეჯიბრების ძირითად ბადეში, ესპანელის ადგილი, იაპონელმა ტარო დანიელმა დაიკავა, რომელიც ფელიციანო ლოპესთან 3 სეტში უკვე დამარცხდა, ანგარიშით 6-4, 3-6, 4-6.

მომხდართან დაკავშირებით თავად რაფამაც ისაუბრა:

"რაღა თქმა უნდა, ძალიან მიჭირდა. უკანასკნელ პერიოდში, ვარჯიშის დროს, სისტემატურად ვგრძნობდი დისკომფორტს."

"დილით საავადმყოფოს მივაკითხე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მარჯვენა თეძოს ირგვლივ კვლავ რაღაც სითხე მაქვს ჩაგროვილი."

"ახლა საფუძვლიანი სამედიცინო ტესტები და გამოკვლევები უნდა ჩავიტარო, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა წარმოადგენს ამ პრობლემის ზუსტ გამომწვევ მიზეზს."

"ანალოგიური რამ დამემართა, რაც ავსტრალიაში - მოვლენები ზუსტად იდენტურად განვითარდა."

"ახლა ანალიზები უნდა ჩავაბარო. ბევრს ვიშრომებ, და შევეცდები, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რეაბილიტირება მოვახდინო და ასპარეზობას ჩვეულ ფორმაში დავუბრუნდე." - ციტირებს რაფაელ ნადალის სიტყვებს "ESPORT.GE".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018