Image

დიდი სკანდალი: "მარსელის" ფეხბურთელის აზრით, ნეიმარმა ტრავმა შეგნებულად მიიღო

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 28-თებ, 16:339 GioToServe 2861


















დიდი სკანდალი: "მარსელის" ფეხბურთელის აზრით, ნეიმარმა ტრავმა შეგნებულად მიიღო

"მარსელის" მარჯვენა მცველმა ჟორდან ამავიმ გამოჩენილი ფეხბურთელის ირგვლივ არსებული სიტუაცია შეაფასა და ფორვარდის მიერ მიღებული ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"დანამდვილებით გეუბნებით, რომ "მარსელი" თამაშის წესების ფარგლებში მოქმედებდა. შეგნებულად არავის ჰქონია განზრახული, რომ მაინც და მაინც ნეიმარი დაგვეზიანებინა." - განაცხადა ამავიმ.

"მე ვთვლი, რომ ნეიმარი თავად ეძებდა შესაძლებლობებს, რათა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დარღვეულიყო. იგი ჩვენგან პრესინგს ელოდა და უკანასკნელ მომენტებში, ბურთს თავს ანებებდა. ლოგიკურია იმ ვარაუდის გამოთქმაც, რომ ასეთ სიტუაციაში, თავისუფლად შესაძლებელი იყო, მას რომელიმე ფეხბურთელი ინერციით დაჯახებოდა." - განაგრძო 23 წლის ფეხბურთელმა.

"პირადად მე, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რისი მიღწევა სურდა ნეიმარს ამგვარი ქცევით, თამაშის სტილითა და მანერით. ყველაფრისდა მიუხედავად, ნეიმარს გულწრფელად ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას." - ციტირებს "ESPORT.GE" 23 წლის ჟორდან ამავის სიტყვებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (251)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა