Image

ემერი შეიშალა და მსოფლიოს უპირისპირდება

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა 28-თებ, 23:149 GioToServe 6069


















ემერი შეიშალა და მსოფლიოს უპირისპირდება


"პ.ს.ჟ."-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა პარიზული კლუბის ფორვარდი ნეიმარი, მიღებული ტრავმის გამო, ფეხზე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს. იგი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის ოპერაციის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

"ნეიმარის ოპერაცია? ეს არ მოხდება! უახლოეს დღეებში, სამწვრთნელო შტაბი არსებულ სიტუაციას შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. მე უკვე ვესაუბრე სამედიცინო სამსახურს. არსებობს შანსი, რომ ნეიმარმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგაც ითამაშოს. ამ მომენტისათვის, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ის ვერ დაგვეხმარება, მაგრამ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, მისი თამაშის შანსი ნამდვილად არსებობს და ამ ალბათობას სრულიად არ გამოვრიცხავ." - ციტირებს "პ.ს.ჟ."-ს მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, "მარსელთან" დაპირისპირებისას (3:0), ნეიმარმა შეხვედრის უკანასკნელ მეოთხედში, მარჯვენა ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის მეშვეობით დატოვა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა