Image

ზიდანი: "ნეიმარის არყოფნა ბევრს არაფერს ცვლის, წინ რთული მატჩი გველის"

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა 02-მარ, 19:449 GioToServe 868


ზიდანი: "ნეიმარის არყოფნა ბევრს არაფერს ცვლის, წინ რთული მატჩი გველის"


შაბათს, "ლა ლიგის" ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. მიუხადავად წინ არსებული გამოცდისა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ზინედინ ზიდანს მთელი ყურადღება აშკარად სამშაბათისკენ ჰქონდა მიპყრობილი. როგორც იცით, 6 მარტს, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენი" "სამეფო გუნდს" პარიზში, "პარკ დე პრენსზე" უმასპინძლებს.

"პ.ს.ჟ."-ს მთავარმა ვარსკვლავმა ნეიმარმა "მარსელთან" დაპირისპირებისას (3:0), შეხვედრის უკანასკნელ მეოთხედში, ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო. ტერფზე ოპერაციის გასაკეთებლად, იგი სამშობლოში, ბრაზილიაში გაემგზავრა და ფრანგულ კლუბს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ბრძოლაში ვეღარ დაეხმარება.

"პ.ს.ჟ." ძალიან ძლიერი გუნდია და ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარს ჩაანაცვლებს, ასევე უმაღლესი დონის იქნება. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ნეიმარის გარეშე მყოფი პარიზული კლუბის დამარცხება მარტივი დავალებაა." - განუცხადა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს.

"ვწუხვართ იმის გამო, რაც ნეიმარს დაემართა. შაბათს, "ხეტაფეს" დამარცხებას შევეცდებით."

"ესპანიოლთან" პირველი ნახევარი კარგად ვითამაშეთ, მეორე კი ცუდად. ამჯერად, მთელი 90 წუთის განმავლობაში შევეცდებით უმაღლეს დონეზე თამაშს."

"ფეხბურთელები ოცნებობენ ხოლმე ისეთი მაღალი მაგნიტუდის მატჩებზე, როგორსაც სამშაბათს, "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ გავმართავთ, მაგრამ ჯერ წინ სხვა დავალება გვაქვს და "ხეტაფეს" წინააღმდეგ კარგად ასპარეზობა გვევალება."

ნაბიჯ-ნაბიჯ, მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობას ტრავმირებული ფეხბურთელებიც უბრუნდებიან.

"მარსელო დაგვიბრუნდა და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია." - განაგრძო 45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

"შეძლებენ თუ არა კროოსი და მოდრიჩი პარიზული კლუბის წინააღმდეგ თამაშს, ამას ზუსტად ვერ გეტყვით. მათი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ვნახოთ რა მოხდება. მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი 100%-ით ჯანმრთელი უნდა იყოს." - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სიტყვებს "ESPORT.GE".


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა