ლიონელ მესი "რეალის" ბაზაზე ივარჯიშებს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / არგენტინა 02-მარ, 21:109 GioToServe 3531 0






ლიონელ მესი "რეალის" ბაზაზე ივარჯიშებს


"არგენტინის" ეროვნული ნაკრები "მსოფლიო ჩემპიონატზე" მონაწილეობის მიღებამდე, ამხანაგურ შეხვედრას "ესპანეთის" წინააღმდეგ გამართავს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ "არგენტინის" ეროვნული ნაკრები შეხვედრისათვის მზადებას უკვე შეუდგა და გუნდი "ვალდებებასის" ბაზაზე ივარჯიშებს, რომელში არსებული დაწესებულებებიც თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარებითაა კეთილმოწყობილი.

"ესპანეთისა" და "არგენტინის" ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 27 მარტს, მადრიდის "ატლეტიკოს" მოედან "ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაუპირისპირდებიან. მატჩის წინა დღეს, უკანასკნელი ვარჯიში "რეალის" ბაზაზე ჩატარდება.

"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, მესი და მისი თანაგუნდელები სწორედ "ვალდებებასზე" ივარჯიშებენ.

როგორც ირკვევა, "არგენტინის" ეროვნული ნაკრების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ "ვალდებებასი" აღჭურვილია უმაღლესი დონის, უახლესი ტექნოლოგიებით, სავარჯიშო მოწყობილობა-დანადგარებით და ამას გარდა, აღნიშნული ბაზა, აეროპორტთანაც საკმაოდ ახლოსაა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018