Image

ზიდანი არ ნებდება: "ლიგის ჩემპიონობისათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა!"

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 03-მარ, 20:069 GioToServe 235


ზიდანი არ ნებდება: "ლიგის ჩემპიონობისათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა!"


მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ "სამეფო გუნდს" მიმდინარე სეზონის "ლა ლიგის" გათამაშების ტროფეის მოგება ჯერ კიდევ ხელეწიფება.

გასულ სეზონს, 6 წლის შემდგომ პირველად, "სამეფო გუნდმა" "ესპანეთის ჩემპიონატის" მოგება მოახერხა. ამას გარდა, "რეალმა" "ჩემპიონთა ლიგის" ზედიზედ 2 ტიტული აღმართა.

ბუნებრივია, რომ კლუბს გარკვეული სახის ჩავარდნა ადრე თუ გვიან აუცილებლად ექნებოდა.

2017-2018 წლების სეზონში, მადრიდის "რეალმა" ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც გუნდს ძვირად უჯდება. ამ მომენტისათვის, "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში, "ბარსელონა" "რეალს" 15 ქულით უსწრებს.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზინედინ ზიდანი არ ნებდება და ბრძოლას წაგებულად არ მიიჩნევს.

ფრანგი სპეციალისტის აზრით, ჩემპიონობაზე "რეალს" ჯერ კიდევ აქვს შანსები.

"ჩემპიონატი უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. ფეხბურთში უბრძოლველად ვერაფერს მოიპოვებ. გამუდმებით უნდა ვახსენებთ საკუთარ თავს იმას, რომ ჩემპიონატის თითოეული მატჩი კოლოსალური მნიშვნელობისაა. მართალია, მისია ძალიან რთულია, მაგრამ შეუსრულებელი არ არის." - ციტირებს ზინედინ ზიდანის სიტყვებს "ESPORT.GE".

მიმდინარე სეზონში, "ესპანეთის" ჩემპიონატის გათამაშებაში, მადრიდის "რეალი" უკვე 5-ჯერ დამარცხდა.

დღეს, "სამეფო გუნდი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" უმასპინძლებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა