ზიდანი: "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ მატჩისათვის მზად ვართ!"

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ჩემპიონთა ლიგა 04-მარ, 12:249 GioToServe 806 0






ზიდანი: "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ მატჩისათვის მზად ვართ!"


"ხეტაფესთან" მოპოვებული გამარჯვების (3:1) შემდგომ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა:

"კარგია, რომ "პ.ს.ჟ."-სთან დაპირისპირებამდე ფორმა არ დავკარგეთ და დღევანდელი მატჩი მოვიგეთ. "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი, კარგად ვითამაშეთ, მოთმაშეებიც კონცენტრირებულნი იყვნენ." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

"ითამაშებენ თუ არა კროოსი და მოდრიჩი პარიზში? ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ამ მომენტისათვის ისინი შემადგენლობაში არ იმყოფებიან. ამას გარდა, სხვა ვერაფერს გეტყვით. მინდა, რომ ისინი ჩვენთან ერთად წამოვიდნენ და ორშაბათს, ჯგუფთან ერთად ივარჯიშონ. ჩემი გუნდის შემადგენლობას სამშაბათს იხილავთ. ტრავმების გამო კი არასდროს ვწუწუნებ." - განაგრძო ზიდანმა.

"გადავლახეთ თუ არა კრიზისის პერიოდი? როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვწადია, სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს, ხოლო როდესაც ყველაფერი კარგად წარიმართება, არ უნდა მოვეშვათ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. რონალდუ კარგ ფორმაშია, ეს თავადაც უხარია, კრიშტიანუ ძალიან გვეხმარება და მისი ფორმის გაუმჯობესება ჩვენც ძალიან გვიხარია."

"პარიზში, წინ ძალიან რთული მატჩი გველის. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მხოლოდ დიდი შრომის ჩადების შემდგომ თუ შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას. სამშაბათის თამაშზე ვფიქრობთ, "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ მატჩისათვის მზად ვართ." - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სიტყვებს "ESPORT.GE".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018