სერხიო რამოსის კომენტარი "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა 04-მარ, 20:269 GioToServe 1220 0






სერხიო რამოსის კომენტარი "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ

"ხეტაფეს" 3-1 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში "პ.ს.ჟ"-ს წინააღმდეგ გასამართი საპასუხო მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ყველა მატჩი რთულია. "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართული შეხვედრაც არ იყო ადვილი. მართალია მოწინააღმდეგის რიგებიდან ერთმა წევრმა წითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა, მაგრამ ბრძოლა მაინც რთული იყო და გამარჯვების მოპოვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა." - განაცხადა რამოსმა.

"რაც შეეხება ჩვენ დაპირისპირებას "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ, ყველა აცნობიერებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მიმდინარე სეზონის "ჩემპიონთა ლიგა" "რეალისათვის". ასე რომ, "პ.ს.ჟ."-ს წინააღმდეგ მტკიცე ხასიათი უნდა გამოვავლინოთ და ფეხბურთის ის დონე ვაჩვენოთ, რომლის დემონსტრირებაც სახლში, "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე შევძელით." - განაგრძო კაპიტანმა.

" "პ.ს.ჟ."-ს არაერთი ჩინებული შემტევი მოთამაშე ჰყავს, რომელთაც ჩვენ კართან ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა შეუძლიათ, თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ "სამეფო გუნდიც" არ უჩივის ვარსკვლავი ფეხბურთელების ყოლას."

"ვუყურებ თუ არა "ბარსელონა" - "ატლეტიკოს" შეხვედრას? კი, რა თქმა უნდა, რადგანაც მე ფეხბურთი მიყვარს." - ციტირებს სერხიო რამოსის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 6 მარტს, "პ.ს.ჟ." "რეალს" პარიზში, "პარკ დე პრენსზე" უმასპინძლებს. რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას, "რეალმა" პარიზულ კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 ანგარიშით სძლია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018