ქართველი მორაგბეების ბრწყინვალე მიღწევა, რომელზეც მთელი რაგბის სამყარო ლაპარაკობს

სიახლეები / რაგბი 05-მარ, 19:509 crash 3786 0





ქართველი მორაგბეების ბრწყინვალე მიღწევა, რომელზეც მთელი რაგბის სამყარო ლაპარაკობს

შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში სამი ცენტურიონი გვყავს.

რაგბის ისტორიის მანძილზე ნაკრების რიგებში 100 და მეტი შეხვედრა მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 50 - მა მორაგბემ ჩაატარა, მათ შორის კი სამი ქართველია.

გიორგი ჩხაიძე, დავით კაჭარავა და მერაბ კვირიკაშვილი ის სამი ცენტურიონია, რომელზეც რაგბის სამყარო ალაპარაკდა. სიას თუ გადავხედავთ, უმეტესი ინგლისელი და ახალი - ზელანდიელი მორაგბეა, თუმცა ქართული დროშაც აქა - იქ თვალში გხვდება.

კვირიკაშვილს ამჟამად ნაკრების რიგებში 108 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 30 - ე ადგილს იკავებს. დავით კაჭარავა 106 კეპით 34 - ე ადგილზეა, ხოლო "ბინგო" კი 47 - ე პოზიციას იკავებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა