სიახლეები / ჩოგბურთი / მასტერსები / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი
"ATP ინდიან უელსის მასტერსზე" ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

"ATP ინდიან უელსის მასტერსზე" ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია


ხვალ, 8 მარტს, "ATP ინდიან უელსის მასტერსი" აიღებს სტარტს.

1000 ქულიანი ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში ტარდება.

მოცემულ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი იქნება, მეორე ნომრად კი მარინ ჩილიჩი იასპარეზებს.

რაც შეეხება ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, ამჟამად, იგი "ATP" რეიტინგში 83-ე პოზიციას იკავებს და მოცემულ "მასტერსზეც" იასპარეზებს.

ტურნირის პირველ წრეში, ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი ტენის სანდგრენი იქნება.

აღნიშნულ მატჩში, ბუკმეიკერები ფავორიტად სანდრგრენს თვლიან, რომელსაც საშუალოდ 1.57 კოეფიციენტი ხვდა წილად.

ბასილაშვილი და სანდგრენი ერთმანეთს გასულ წელს, "პროსტეიოვის ჩელენჯერზე" დაუპირისპირდნენ. მატჩი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 6-2, 6-4.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბასილაშვილს წელს მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო უკანასკნელ 6 შეხვედრაში დამარცხდა.

ასე რომ, "ინდიან უელსის" ტურნირზე ნიკას კარგი გამოსვლა ნამდვილად ესაჭიროება.

მატჩის დასაწყისი ხვალ, 8 მარტსაა ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

"ESPORT.GE" წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!












კომენტარის დამატება