"პ.ს.ჟ." - "ბარსელონას" კულისებში წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება - რა შეტყობინება გაუგზავნა ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელებს ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი 09-მარ, 18:379 GioToServe 986 0





"პ.ს.ჟ." - "ბარსელონას" კულისებში წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება - რა შეტყობინება გაუგზავნა ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელებს ?


მოგეხსენებათ, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში, მადრიდის "რეალმა" "პ.ს.ჟ." დაამარცხა. როგორც ჩანს, ამ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესო კონტექსტი უძღვის წინ. პირველადი ინფორმაცია გაზეთ "მუნდო დეპორტივოში" დაიბეჭდა. გაზეთში გადმოცემული ისტორია ნეიმარის ირგვლივ ცირკულირებს. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, "ESPORT.GE" შეეცდება მომხდარის მოკლე კონსპექტი წარმოგიდგინოთ.

მას შემდგომ, რაც ნეიმარი 198 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერის მთავარი მოქმედი პირი გახდა და კარიერის გასაგრძელებლად საფრანგეთის დედაქალაქს მიაშურა, ყველა ტურნირის ჯამში, 26 წლის ფეხბურთელმა 28 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემის შეასრულებაც მოახერხა. უნაი ემერის გუნდში, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მართლაც ბრწყინავს და კარიერაში პირველად, "ოქროს ბურთის" მოგებაზე სერიოზული პრეტენდენტია.

"ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში "პ.ს.ჟ." მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, ხოლო ნეიმარმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთელი სამი თვის განმავლობაში ვეღარ იასპარეზებს.

თუმცაღა, "ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "Mundo Deportivo"-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იქამდე, სანამ ზემოთხსენებული სიტუაცია შეიქმნებოდა, ნეიმარი "ბარსელონას" ყოფილ თანაგუნდელებსა და კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეეხმიანა და მათ შეუთვალა, რომ პარიზულ კლუბში გადასვლას ნანობს. ბრაზილიელმა "ბარსას" ისიც ამცნო, რომ უახლოეს მომავალში, "ბლაუგრანაში" დაბრუნება სწადია.

"პ.ს.ჟ." - "ბარსელონას" კულისებში წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება - რა შეტყობინება გაუგზავნა ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელებს ?


ზაფხულში ცირკულირებადი მოსაზრებების თანახმად, ნეიმარმა იმიტომ გადაწყვიტა "პ.ს.ჟ."-ში გადასვლა, რომ პარიზულ კლუბში, მთელი ყურადღება და აქცენტი მასზე ყოფილიყო. თავის მხრივ, კატალონიურ კლუბში მესის ყოფნის გამო, ნეიმარისათვის სცენაზე, პროექტორის ქვეშ, საკმარისი ადგილი აღარ რჩებოდა და ბრაზილიელს არგენტინელის ჩრდილში უწევდა თამაში.

ესპანური გაზეთის ახალ გამოცემაში ნათქვამია, რომ ნეიმარმა სიჯიუტე გამოიჩინა და მესის ჩრდილიდან გამოსვლის სურვილი მისთვის ერთ დიდ შეცდომად გადაიქცა. ცხადია, ბრაზილიელი იმითაც გაკვირვებულია, თუ რაოდენ ჩამოუვარდება "საფრანგეთის ჩემპიონატის" საერთო დონე "ლა ლიგას".

"პ.ს.ჟ." - "ბარსელონას" კულისებში წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება - რა შეტყობინება გაუგზავნა ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელებს ?


გამომდინარე იქიდან, რომ "ბარსელონას" უსმან დემბელე და ახლა უკვე მისი პირდაპირი შემცვლელი ფილიპე კოუტინიო ჰყავს, რომელშიც უზარმაზარი ოდენობის თანხა გადაიხადა, ფრიად წარმოუდგენელია, რომ ამ სეზონში, კატალონიურ მხარეს ნეიმარი კვლავ აინტერესებდეს და მისი "კამპ ნოუზე" გადმოყვანა სცადოს.

საგულისხმოა ისიც, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" მყისიერი დაბრუნება არც უნდა. ბრაზილიელი "პ.ს.ჟ."-ში კიდევ ერთი სეზონის გატარებას გეგმავს, ხოლო 2019/20 კამპანიაში, შესაძლოა, მან ასპარეზობა ისევ "კამპ ნოუზე" განაახლოს.

"პ.ს.ჟ." - "ბარსელონას" კულისებში წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება - რა შეტყობინება გაუგზავნა ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელებს ?


დიდი ხანია, რაც ნეიმარის სახელს მადრიდის "რეალთანაც" აკავშირებენ. ზოგიერთი შეხედულების თანახმად, ნეიმარი თავისი ყოფილი კლუბით მანიპულირებს, რათა "ლოს ბლანკოსში" გაწევრიანების შანსი გაზარდოს.

როგორ გგონიათ, დაბრუნდება ნეიმარი "ბარსელონაში" თუ უბრალოდ გარდაუვალია მისი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლა ? ბუნებრივია, ამ ეტაპზე ზუსტი პასუხის გაცემა წარმოუდგენელი ჩანს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018