სიახლეები / NBA
ზაზა ფაჩულიას მონაგარი ,,პორტლენდთან"

დღეს დილით NBA-ში გაიმართა მორიგი ტურის მატჩები, რომელთაგან რამდენიმე გამორჩეული გახლდათ და ზოგიერთი სენსაციურადაც დასრულდა.

ეს ტური დანავსული გამოდგა გრძელი მოგებათა სერიის მქონდე გუნდებისათვის. ზედიზედ ათი გამარჯვების შემდეგ საშინაო არენაზე დამარცხდა ,,ნიუ ორლეანში", მათ საკმაოდ იოლად 97-116 დათმეს ,,ვაშინგტონთან" დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ეს მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მასპინძელთა უდაო ლიდერს ენტონი დევისს.

ზედიზედ 17 მატჩის მოგების შემდეგ ცოტა მოულოდნელად დამარცხდა ,,ჰიუსტონი". რეგულარულის ლიდერს ჰარდენის 40 ქულა არ ეყო ,,ტორონტოს" კანადაში დასამარცხებლად და დაძაბულ ბრძოლაში 108-105 დამარცხდა.

,,ჰიუსტონის" მარცხით ვერ ისარგებლა ,,გოლდენ სტეიტმა", რომელიც სტეფ კარის გარეშე ასპარეზობდა და გასვლით მატჩში ,,პორტლენდთან" 125-108 დამარცხდა. მოქმედ ჩემპიონებს ,,პორტლენდი" უხერხულ მეტოქედ გადაექცათ და 2018 წელს უკვე მეორედ დამარცხდნენ მათთან. სტუმართა მხრიდან გამოირჩნენ კევინ დურანტი 40 ქულით და კლეი ტომპსონი 25 ქულით. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა მხრიდან ორმაგი დუბლი არცერთ კალათბურთელს არ შეუსრულებია.

ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ მორიგი მარცხი განიცადა ,,კლივლენდმა". ლებრონ ჯეიმსის გუნდი ლოს-ანჯელესს ესტუმრა და ,,კლიპერსს" დაუპირისპირდა. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 35-17 მოიგეს და ამის შემდეგ სტუმრებმა ვერ შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა. ,,კლივლენდის" მხრიდან გამოირჩა ლებრონ ჯეიმსი. ,,მეფემ" 25 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება ,,გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას, მან ,,პორტლენდთან" მატჩი კვლავინდებურად სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ 6:21 წუთი გაატარა და გუნდს მხოლოდ 1 მოხსნა შემატა. ზაზამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური შენიშვნაც დაიმსახურა. ფაჩულიამ ფარისკენ საშუალო დისტანციიდან ორჯერ ისროლა, მაგრამ ორივე მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება ზაზას უშუალო კონკურენტ მაკგის, მან პარკეტზე თითქმის 20 წუთი გაატარა და ნორმალურად იასპარეზა. მაკგიმ გუნდს 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა.












კომენტარის დამატება