სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი / ჩემპიონთა ლიგა
ალვესი: "რონალდუს მაისურზე ცხვირი არ მომიხოცია!"

ალვესი: "რონალდუს მაისურზე ცხვირი არ მომიხოცია!"


ცოტა ხნის წინ, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის დასრულების შემდგომ (1:2), "პ.ს.ჟ."-ს ფეხბურთელი დანი ალვესი დაადანაშაულეს იმაში, რომ ბრაზილიელმა თითქოსდა ცხვირი კრიშტიანუ რონალდუს მაისურზე მოიწმინდა.

ჭორები დანი ალვესმა უარყო და განაცხადა, რომ რონალდუს სახელო ცხვირსახოცად არ გამოუყენებია.

"ძალიან რთულია, როდესაც მარცხდები. კარგად მესმის ის გარემოება, რომ ეს ჩემი პროფესიისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მოგება და წაგება ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები მოვლენებია." - დაწერა ალვესმა "თვითერზე".

"დამარცხებას უფრო ადვილად აიტან, ვიდრე ამგვარი სისულელეების კითხვას. ასეთი ნონსენსი ვის უნდა მოუვიდეს თავში, წარმოდგენაც კი არ მაქვს. ისევ ისე განვაგრძობ ასპარეზობას, როგორც ყოველთვის. სისულელეები კი დაე გონებაჩლუნგებმა შექმნან და თავადვე იკითხონ." - ციტირებს "პ.ს.ჟ."-ს მარჯვენა მცველის დანი ალვესის სიტყვებს "ESPORT.GE".

ალვესის პოსტს "თვითერზე" თან ახლდა ჰეშთეგი "#იგებ თუ აგებ, არასდროს დაკარგო პატივისცემა...".












კომენტარის დამატება