სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი
ლიონელ მესის მესამე შვილი შეეძინა

ლიონელ მესის მესამე შვილი შეეძინა


დღეს, 10 მარტს, "ბარსელონასა" და "არგენტინის" ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ლიონელ მესი მე-3-ჯერ გახდა მამა. თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი "ჰეთ-თრიკის" შესახებ ინფორმაცია, ფეხბურთელმა თავისი "ინსტაგრამის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ლიონელ მესის თქმით, ბავშვის დაბადების პროცესმა იდეალურად ჩაიარა - დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

მესის ახლა უკვე 3 ვაჟი ჰყავს. არგენტინელმა ფეხბურთელმა და მისმა მეუღლემ შვილს ჩირო დაარქვეს.

დღეს, "ესპანეთის" ჩემპიონატის ეგიდით მორიგი ტური გაიმართება, რომლის ფარგლებშიც "მალაგა" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

მესის ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან გამომდინარე, არგენტინელი ფეხბურთელი ზემოთაღნიშნულ მატჩს გამოტოვებს.












კომენტარის დამატება