ოფიციალურად: "ბარსელონა" 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს გაიფორმებს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ბრაზილია / ტრანსფერები 11-მარ, 15:499 GioToServe 615 0






ოფიციალურად: "ბარსელონა" 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს გაიფორმებს


ნახევარმცველ არტურ ენრიკე რამოს დე ოლივეირა მელოს ტრანსფერის თაობაზე, "ბარსელონამ" და ბრაზილიურმა კლუბმა "გრემიომ" ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს.

"ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის 2018 წლის ივლისში გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნულ მოცულობას, საპრიზო თანხების სახით, შესაძლოა კიდევ 9 მილიონი ევრო დაემატოს.

ოფიციალურად: "ბარსელონა" 30 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს გაიფორმებს


გასულ სეზონში, 21 წლის არტური "გრემიოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. "ბრაზილიის" ჩემპიონატის, "ლიბერტადორესის თასისა" და სხვა ტურნირების ჯამში, არტურ რამოსმა სულ 51 მატჩი ჩაატარა. მან 2 გოლის გატანა შეძლო.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ "ლიბერტადორესის თასის" გამარჯვებული სწორედ არტურ რამოსის ამჟამინდელი კლუბი - "გრემიოა".

დასახელებული წარმატებების გარდა, ფეხბურთელი "ბრაზილიის" ახალგაზრდულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018