ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე მატჩი ,,მინესოტასთან"

სიახლეები / NBA 12-მარ, 12:019 giorgi-nba 379 0






მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. დღის ცენტრალური შეხვედრა მინესოტაში გაიმართა და ადგილობრივმა ,,ტიმბერვულვზმა" მოქმედ ჩემპიონ ,,გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა.

სტუმართა რიგებში კვლავ არ ასპარეზობდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარი და მის გარეშე დარჩენილმა გუნდმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა 109-103. მასპინძელთა მხრიდან დებიუტი ჰქონდა სამ გზის ოლ სტარის მონაწილეს და 2011 წლის MVP-ის დერეკ როუზს. მან პარკეტზე საკმაოდ ცოტა 6:36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 2 ქულა, 1 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა შემატა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა დარად მასპინძლებსაც საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ ჯიმი ბატლერის სახით.

სტუმართა მხრიდან შესანიშნავად ითამაშა კევინ დურანტმა. მან 38:36 წუთი გაატარა პარკეტზე და გუნდს 39 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შემატა. კლეი ტომპსონი შედეგიანობის მხრივ მეორე იყო 25 ქული. რაც შეეხება ,,გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას, მან შეხვედრა კვლავინდებურად სკამიდან დაიწყო, თუმცა უჩვეულოდ ბევრი 25:27 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ზაზამ 16 ქულა, 11 მოხსნა, 1 დაფარება და 3 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. მისმა უშუალო კონკურენტმა მაკგიმ კი 14:26 წუთი გაატარა პარკეტზე და გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შემატა.

რაც შეეხება ტურის დანარჩენ მატჩებს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა ,,ტორონტომ" გასვლაზე მოლოდინისამებრ ,,ნიუ იორკი" დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. ,,ჩიკაგომ" უხვ ქულიან და დაძაბულ შეხვედრაში ,,ატლანტა" დაამარცხა, ხოლო კონფერენციის ცენტრალურ შეხვედრაში ,,ბოსტონმა" საშინაო არენაზე დაძაბულ ბრძოლაში დათმო მატჩი ,,ინდიანასთან" და ,,ტორონტოს" კიდევ უფრო ჩამორჩა. კარგ თამაშს აგრძელებს ,,ფილადელფია", მათ ამჯერად გასვლაზე ,,ბრუკლინი" დაამარცხეს.

მოულოდნელი მარცხი განიცადა ,,კლივლენდმა" . ლებრონ ჯეიმსის გუნდი კვლავ ლოს-ანჯელესში ასპარეზობდა, თუმცა ამჯერად ,,ლეიკერსს" დაუპირისპირდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა აიზია ტომასმა. მან 20 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მან 24 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

დასავლეთ კონფერენციაში ,,გოლდენ სტეიტის" მორიგი მარცხით ისარგებლა ,,ჰიუსტონმა" და ,,დალასთან" გამარჯვებით ლიდერობა განიმტკიცა. საინტერესოა რომ სტუმრები ჯეიმს ჰარდენის გარეშე ასპარეზობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც სოლიდური 23 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018