რას პირდება ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმარს "პ.ს.ჟ."-ში დარჩენის სანაცვლოდ ?

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 12-მარ, 16:219 GioToServe 1144 0






რას პირდება ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმარს "პ.ს.ჟ."-ში დარჩენის სანაცვლოდ ?


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "პ.ს.ჟ."-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის მიერ პარიზული კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებული ხმებით შეშფოთებულია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი ფორვარდს პირდება, რომ გუნდის შემადგენლობას ნეიმარის გარშემო დააკომპლექტებს. ტრანსფერების განხორციელების პროცესში სწორედ ბრაზილიელის შეხედულება იქნება გათვალისწინებული. ამას გარდა, "პ.ს.ჟ." სწორედ იმ ფეხბურთელებს გაიფორმებს, რომელთა შემოერთებასაც ნეიმარი მიესალმება.

ცოტა ხნის წინ, მასმედიაში ცირკულირებდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 26 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელში, მადრიდის "რეალი" 400 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა.

ბოლო დღეებში კი ნეიმარის სახელს აქტიურად აკავშირებენ "ბარსელონასთან". სავარაუდოდ, ნეიმარი კატალონიური კლუბის ხელმღვანელობას შეეხმიანა და მისი "კამპ ნოუზე" დაბრუნების შესაძლებლობა უკვე განიხილა.

მიმდინარე სეზონში, "პ.ს.ჟ."-ს შემადგენლობაში, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა 29 მატჩი ჩაატარა. მან 27 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემის შესრულებაც მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018