ლებრონის ორმაგი დუბლი "ლეიკერსთან" საკმარისი არ გამოდგა

სიახლეები / კალათბურთი 12-მარ, 19:339 crash 136 0





ლებრონის ორმაგი დუბლი "ლეიკერსთან" საკმარისი არ გამოდგა


"კლივლენდ კავალიერსმა" კიდევ ერთი შეხვედრა წააგო. ლებრონ ჯეიმსის გუნდი ლოს ანჯელესში, ადგილობრივ "ლეიკერსთან" დამარცხდა ( 127 : 113 ).

მიუხედავად იმისა, რომ ლებრონმა ორმაგი დუბლი შეასრულა ( 24 ქ. 10 მ. ), ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

"ლეიკერსიდან" კარგი შეხვედრა ჩაატარა აიზეა თომასმა. "კავსის" ყოფილმა უკანახაზელმა ახლა უკვე მეტოქე გუნდს 20 ქულა ჩაუგდო და ამასთანავე 9 პასიც დაარიგა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯულიუს რენდლი იყო. "ელეის" ახალგაზრდა წინახაზელმა გუნდს 36 ქულა, 14 მოხსნა და 7 გადაცემა მოუტანა.

მიუხედავად "კავსის" მიერ განხორციელებული ტრანსფერებისა, გუნდი მაინც არასტაბილურად გამოიყურება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018