ფილიპე კოუტინიოს კომენტარი "ბარსელონაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნების შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 12-მარ, 20:339 GioToServe 841 0






ფილიპე კოუტინიოს კომენტარი "ბარსელონაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნების შესახებ


"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ თავისი კარგი მეგობრის - "პ.ს.ჟ."-ს ფორვარდის ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნება გაუხარდება.

"ნეიმარი დიდებული მოთამაშეა. "ბრაზილიის" ეროვნულ ნაკრებში, დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ხოლმე მასთან ერთად. ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას მივესალმები, ეს ნამდვილად ფანტასტიკური იქნებოდა. ვიცი, რომ რაკიტიჩიც ამავე აზრზეა და ივანს ვეთანხმები." - განაცხადა ფილიპე კოუტინიომ.

"რაც შეეხება "ბარსელონას" ახალწვეულ არტურს, ის კარგი ფეხბურთელია. მასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში, რამდენჯერმე ვითამაშე. მოედანზე არტურ რამოსმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა." - ციტირებს 25 წლის კოუტინიოს სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის "ბარსელონადან" "პ.ს.ჟ."-ში გადასვლის შემდგომ გავრცელდა ხმები, რომ თითქოსდა ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზში უკმაყოფილოა და ესპანეთში დაბრუნება სწადია. ამასთან, მასმედია იმასაც წერდა, რომ ნეიმარი ყოფილ თანაგუნდელებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018